მისიის განცხადება

მისიის განცხადება
მოკლედ ფორმულირებული ორგანიზაციის კრედო - რას წარმოადგენს ორგანიზაცია და რისთვის არსებობს. იგი არ მოიცავს ორგანიზაციის გეგმებს, თუმცა ეფუძნება მის ძირითად მიზნებს - გეგმის საბოლოო შედეგს. მიზნები კი სხვადასხვა გზით მიიღწევა და მათი მიღწევის საშუალებები დროის განმავლობაში შესაძლოა შეიცვალოს. მისიის განაცხადი ასევე არ მოიცავს როდის, როგორ და ვის მიერ განხორციელდება დასახული საქმიანობა. მასში მკაფიოდ აისახება თუ სად, რატომ და რისთვის არსებობს ორგანიზაცია, რა შედეგის მიღწევას ფიქრობს. ორგანიზაციის გეგმები და საქმიანობა ზოგადად უნდა მიესადაგებოდეს მის მისიას. მისია გუნდის არსებობის კონცეფცია და ფილოსოფიაა.
Source: ქალთა ორგანიზაციების მეგზური=A handbook for women's organizations : [პუბლიკაცია] / საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი - თბ., 2003

Georgian encyclopedia. 2013.


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»